Google-მა გამართულ პრეზენტაციაზე გეიმერებს საოცრება წარუდგინა

Google-მა გამართულ პრეზენტაციაზე გეიმერებისთვის ონლაინ თამაშის ახალი სერვისი Google STADIA წარადგინა.


წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც არ გჭირდებათ ძვირადღირებული თამაშების შეძენა, ან მათი გადმოწერისას დიდი დროის კარგვა, Google Chrome-ს უკვე აქვს ონლაინ თამაშის შესაძლებლობა, - განაცხადა Google STADIA-ს პრეზენტაციაზე Google-ის წარმოადგენელმა. 

ონლაინ თამაში Google Cloude სერვისის საშუალებით - სულ რაღაც 5 წამში იქნება შესაძლებელი. ყოველგვარი ინსტალაციის გარეშე. გუგლი გპირდებათ, რომ "გუგლ ქლაუდი" იქნება 10, 7 კონსოლის ექვივალენტი. ამავდროულად არ არის საჭირო უმაღლესი ხარისხის დამატებით ტექნიკის შეძენა, ახალი პლატფორმა იძლევა საშუალება ითამაშეთ საუკეთესო თამაშები და ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კომპიუტერი, რომელიც თქვენს გარშემოა.

თამაშს შეძლებთ Mac OS, Windows, Chrome OS ნებისმიერი სისტემური მოწყობილობებიდან.