
Apple-ის პრეზენტაცია (მოლოდინები)
DigiTimes-ის ცნობით, სექტემბრის პრეზენტაციაზე Apple 3 ახალ iPhone-თან ერთად, ბიუჯეტურ Macbook-ს წარმოგვიდგენს, რომელიც Intel Kaby Lake-ს პროცესორზე იმუშავებს.
კომპანია Intel-მა უარი თქვა, 10 ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებაზე და ამიერიდან 14 ნანომეტრიანს უნდა ველოდოთ, რაც გაცილებით უფრო მძლავრი და სწრაფი იქნება.
როგორც ცნობილია, სულ მალე Apple შეძლებს პრეზენტაციის თარიღის დასახელებას, სადაც მომხმარებლები უსადენო დამტენ AirPower-ის გამოსვლასაც უნდა ელოდონ, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 160-190 დოლარი იქნება.
iPhone-თან და Macbook-თან ერთად იგეგმება iPad Pro-ს ახალი 12.9”-ინჩიანი ან 11”-ინჩიანი მოდელის გამოსვლაც. ორივე მოდელი USB-C პორტზე იქნება, რომლის ადაპტერის სიმძლრავე 18 ვატს შეადგენს. რაც შეეხება თავდაპირველ ცნობებს, iPad Mini-ს შესახებ, ჯერჯერობით მისი გამოსვლა არ იგეგმება.