
Apple გაჩერებას არ აპირებს
12 სექტემბერს, Apple-მა მომხმარებლებს Apple Watch Series 4 და სამი ახალი iPhone - Xr, Xs და Xs Max წარუდგინა. ცნობილი ანალიტიკოსების, მათ შორის მინგ-ჩი კუოს პროგნოზით, კუპერტინოს წარმომადგენლები გაჩერებას არ გეგმავენ და უკვე 1 თვეში ახალი iPad Pro, AirPods 2, Macbook Air, Mac Mini და Mac Pro გამოვა.
თუ Apple-ის კალენდარს თვალს შევავლებთ მივხვდებით, რომ ოქტომბერში Apple ყოველთვის ახერხებს მომხმარებლების გაოცებას. სწორედ ოქტომბერში შედგა iPad mini, 13 იჩიანი Macbook Pro, პირველი iPad Air, iPad Aiir 2, iMac 5k და განახლებული Macbook Pro-ს წარდგენა.