2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი მოდელი

12 სექტემბერს, “სტივ ჯობსის თეატრში” Apple-მა ახალი iPhone-ები: iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr წარადგინა.  პრეზენტაციის შემდეგ, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ზუსტად ბოლო iPhone Xr გახდება წლის ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი მოდელი. ამის წინაპირობას კი 4 მთავარი მიზეზი გვაძლევს:

ინდივიდუალურობა

iPhone Xr
წარმოდგენილი იქნება 6 სხვადასხვა ფერში: შავი, ყვითელი, ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი და წითელი.  რა თქმა უნდა, მხოლოდ ფერი არ გამოარჩევს Xr-ს დანარჩენებისგან. თუ Xs-ის და Xs Max-ის კორპუსი შუშის გახლდათ, Xr-ის შემთხვევაში უკანა ნაწილი ალუმინით იქნება დაფარული.

კამერა

Apple-
ის მომხმარებლები მიეჩვივნენ, რომ iphone-ის დიდი მოდელის კამერა მის პატარა მოდელს აღემატებოდა. ეს სტერეოტიპი კი 2018 წლის Xr-მა დაარღვია. მიუხედავად 1 კამერისა, iPhone Xr წარმატებით იღებს Portrait Mode ფოტოებს.

პროცესორი

iPhone Xr
მიიღებს A12 bionic პროცესორს, რომელიც Apple-ის ანალიტიკოსების ცნობით, ყველაზე მძლავრი პროცესორია სმარტფონებს შორის.

ფასი

iPhone Xr ბიუჯეტური მოდელია, შესაბამისად ის ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი ფასი სულ რაღაც 749$-დან იწყება.