
გვახდევინებს თუ არა Apple, SAMSUNG და Huawei ბევრს? - ანუ როგორ მოვუაროთ ელემენტს.
სმარტფონების ბაზარზე ბუმია, წამყვანი კომპანიები ფლაგმანებს ფლაგმანებზე უშვებენ.
გახსოვთ დრო, როცა ტელეფონებს თავად ვუცვლიდით ელემენტებს ? კარგი იყო არა? გაფუჭდება ელემენტი და მარტივად შევცვლიდით. ან მობილური ტელეფონი თუ გვიჯდებოდა სათადარიგო ელემენტს ჩავაყენებთ.
სმარტფონების ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონი იყოს მსუბუქი და თხელი. სწორედ ამიტომ ტელეფონის მწარმოებლებს არ შეუძლიათ ჩასვან ისეთი ელემენტი, რომელიც ჩვენ მის ნებისმიერ დროს ამოღების საშუალებას მოგვცემს.
ელემენტის შიგთავსი - ლითიუმ-იონია, ანუ ჩვენს ენაზე ბევრი დახვეული სპილენძი, რომელიც რთულად განიმუხტება. დატენვის დროს ის იმუხტება, ხოლო მოხმარებისას - განიმუხტება. როგორც ყველა რესურსი, სპილენძის დაძაბულობაც არაა მუდმივი და ის ამოწურვადი რესურსია - თუმცა, უფრო მალე განიცდის ცვეთას, ვიდრე მაგალითად პროცესორი, ან ოპერატიული მეხსიერება.
დროთა განმავლობაში ელემენტი ცვდება და შესაბამისად მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც იკლებს.
რამდენიმე რჩევას მოგცემთ - რაც დაგეხმარებათ დიდხანს შეინარჩუნოთ ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა.
თანამედროვე ტელეფონები აღჭურვილია დაცვის სისტემით (ე.წ. Power management system) რომელიც უზრუნველყოფს ელემენტის სრულად დატენვის შემთხვევაში დენის მიწოდების შეწყვეტას. მაგრამ, ღამით მუდმივად შეერთებული დატოვება სასურველი არ არის - როგორც კი ტელეფონი 100% ჩამოცდება, ტელეფონი ავტომატურად იწყებს დენის მიღებას. და ასე გრძელდება სანამ არ გაიღვიძებ და გამოაძრობ დენცქვიტადან.
მაშ ასე, რა ვქნათ რომ ელემენტი დიდხანს გვემსახუროს:
1. დამუხტვისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი დამტენი. iPhone მომხმარებლებმა აიპლიუსში შეიძინეთ ისეთი USB კაბელი, რომელიც 100%-ზე დატენვის შემდეგ ითიშება და ახლიდან შეერთებამდე აღარ აწვდის დენს აპარატს.
2. გადატვირთეთ ტელეფონი კვირაში მინიმუმ ერთხელ. ტელეფონის გამორთვა და ჩართვა ხელს უწყობს ელემენტში ერთად თავმოყრილი იონების გადანაწილებას.
აკონტროლეთ სიმხურვალე. ანუ შეგიძლიათ მოიხმაროთ ტელეფონი და დამუხტოთ, მაგრამ მოერიდეთ დენზე შეერთებული თამაშს.
გამოიყენეთ Battery Save Mode. ყველა ტელეფონის ელემენტს აქვს დატენვის ციკლი. რაც უფრო იშვიათად დატენით უფრო დიდხანს გაგიძლებთ ელემენტიც.
ხშირად ნუ გამოიყენებთ სწრაფად დატენვის ფუნქციას, გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. სწრაფად დატენვისას ელემენტი სითბოს გამოყოფს.
ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით ახლა ელემენტი უფრო დიდხანს გაგყვებათ და უფრო ენერგო ეფექტური სმარტფონიც გექნებათ.