
Sony პოპულარული თამაშების მიხედვით ფილმებს გადაიღებს
კორპორაცია Sony, ექსკლუზიურად Sony Playstation-ისთვის, განკუთვნთნილი თამაშების მიხედვით ფილმების გადაღებას იწყებს. ცხნობილი გახდა, რომ Sony-მ უკვე დააფუძნა Sony Studio Entertainment, რომელსაც შტაბ-ბინა კალიფორნიაში, ჰოლივუდის მახლობლად ექნება.
როგორც Sony Studio Entertainmen წარმომადგენლებმა, გამოცემაThe Hollywood Reporter-ს უთხრეს, მათ თამაშების ეკრანიზაცია ლიცენზიების სხვა სტუდიებისთვის მიყიდვის გარეშე, დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. Sony Playstation-ის თამაშების ეკრანიზაციის ლიცენზიაზე სხვადასხვა კინოსტუდიების მხრიდან მაღალი მოთხოვნის მიუხედავად Sony-მ გადაწყივტა თავად მოახდინოს თამაშების ეკრანიზაცია.
Sony Playstation ამჟამად ისეთ პოპულარულ თამაშებზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, როგორებიცაა - God of War, Metal Gear Solid, Last of US და Days gone. Sony-ის მიერ გადაღებულ პოპულარული თამაშის ეკრანზე გამოსვლას, 2022 წელს უნდა ველდოთ.