“აღსარება”: მე ანდროიდის მომხმარებელი ვარ... და მაქვს iMessage.

მე ანდროიდის მომხმარებელი ვარ და ჩემს მეგობრებს iMessage აქვს, გარდა ამისა ფოტოგრაფი ვარ და სამსახურიდან ფოტოებს WhatsApp-ში არ მიგზავნიან, იმიტომ რომ iMessage ერთადერთი მესენჯერია, რომელიც სრული ხარისხით აგზავნის ფოტო/ვიდეო კონტენტს.


თუმცა, მე არ გავცვლი ჩემსა S10-სა ვაშლების სამოთხეზედა.. “შეჩვეული გერჩივნოს შეუჩვეველსო”, - ნათქვამია.


გარდა ამისა, iMessage მართლაც კარგია, მარტივია, აპლიკაცია მსუბუქია (არ ჭედავს და ტვირთავს აპარატს) და რაც მთავარია აქვს საუკეთესო encrypted ფუნქცია (მესამე პირი ვერ შეინახავს ჩემს ინფორმაციას). განსხვავებით WhatsApp-ისგან, აქ ჩვენი მიმოწერები ხან ირლანდიის Facebook სერვერებზე ინახება, ხანაც კალიფორნიაში.

  

ამიტომაც ვიპოვე გამოსავალი. 

AirMessage - აპლიკაცია რომელიც, საშუალებას გაძლევთ გქონდეთ iMessage ანდროიდზე.

დაყენების ინსტრუქცია მარტივია:

  • გვჭირდება Mac-ი (ერთჯერადად) Yosemite, ან უფრო მაღალი ოპერაციული სისტემით;
  •  Android Marshmallow, ან მეტი (იდეალურია Android 9 Pie);
  • შევდივართ Google Play (ამერიკული რეგიონისთვის) და ვეძებთ AirMessage.

1. შევდივართ AirMessage.com და ვიწერთ AirMessage for Mac OS

2. გადმოწერილ ფაილს ხელს ვკიდებთ და ვაგდებთ Application ფოლდერში და ასე ვხსნით

3. ვიწერთ AirMessage -ს AirMessage.com - იდან ჩვენს ტელეფონში

4. შეგვყავს ტელეფონის აპლიკაციაში Server Address და პაროლი, რაც გამოჩდნება მაკის აპლიკაციის ვერსიაში.


თუ ვერ მოახერხეთ ინსტალაცია, უკეთესი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ უყუროთ ვიდეო გაკვეთილს - AirMessage.com-ზევე.


დიახ, მე Android-ის მომხმარებელი ვარ და მე მეგობრებს iMessage-თი ვეკონტაქტები.