ახალი iOS12-ს აგვისტოში ელოდებიან, რომელსაც უფრო განვითარებული Emoji ექნება

ონლაინ სიმბოლოებზე მომუშავე ორგანიზაცია The Unicode Consortium-მა, 2018 წლის ემოჯი სმაილების სია გამოქვეყნა, რომელიც iOS-ის ახალ ვერსიაში გამოჩნდება. iOS-ის ახალი ვერსიის გამოჩენას წლის მეორე ნახევარში აგვისტოდან ელოდებიან.

 

ახალ Emoji-ებში შეხვდებით სუპერგმირებსა და სუპერ ბოროტმოქმედებს. ასევე იქნება ახალი ტიპის ემოცია, რომელიც გაღიმებულ მდგომარეობაში გულების გარშემო იტრიალებს, გარდა ამისა ახალ iOS-ში სპორტული ინვენტარი და ცნობილი საკვები უფრო ფართო მასშტაბებით შეგვხვდება. 

 

The Unicode Consortium-მა დიდი ყურადღება ჩინელ მომხმარებლებს მიაპყრო. სპეციალურად ჩინელი მომხმარებლებისთვის შევხვდებით სხვადასხვა ჩინურ სიმბოლოებსა და იეროგლიფებს.

 

Emoji-ს განვითარებაში iPhone X-მა გარდამტეხი წვლილი შეიტანა, ამ დრომდე აქტუალურია iPhone X-ზე მომხმარებლის სახის მიმიკის შესაბამისად შექმნილი უნიკალური ხასითის Emoji-ები.