აიპლიუსის დამფუძნებელი ხაზარაძეზე - ეს არის სიგნალი ყველა ბიზნესმენისადმი რომ ასე უზამენ თუ იქნებიან თავისუფლები

არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი შეშფოთება და პროტესტი იმ მოვლენებზე რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება!

 

არასოდეს მომწონდა თბს ბანკი და ხაზარაძე (ალბათ, იმიტომ,

რომ არ დატოვა თავისუფალი სივრცე ბიზნესში, რასაც არ დაეუფლა, რადგან კარგად იცის ყველა ბიზნესის შიდა სამზარეულო, როდესაც კრედიტებს გასცემს და ყველა მომგებიან ბიზნესში ჩაყო ფეხი, ანუ არაკეთილსინდისიერად მოიპოვა ინფორმაცია და შემდეგ მისთვის უფასო და ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებული თანამედროვე დემოკრატიულ ცხოვრებაში რაცაა - “ინფორმაცია “ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა), მაგრამ რაც დღეს ხდება მის მიმართ ეს არის ბევრად უფრო დიდი ბოროტება.


ხაზარაძის ქმედებას ბიზნესის კუთხით აქვს გამართლება, მაგრამ
ხელისუფლების ქმედებას არა!

 

ეს არის სიგნალი ყველა ბიზნესმენისადმი რომ ასე უზამენ თუ იქნებიან თავისუფლები და დამოუკიდებლები. ძალინ ცუდი სიგნალია ჩემი, უმეტესობისადმი ცნობილი თავგადასავალის და შემთხვევის მქონე ბიზნესმენისათვის, უკიდურესად აღმაშფოთებელი!

 

პირადად ვიცნობ ბატონ გიორგი გახარიას და ეჭვი არ მეპარება მის პატიოსნებაში და კეთილსინდისიერებაში, ვაფასებ მის გვერდით დგომას, მაშინ როდესაც ჩვენ უსამართლოდ გვექცეოდნენ და გვჩაგრავდა ერთ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი.

მაშინ გახარია ჯერ ბიზნესომბუდსმენი და შემდეგ კი, ეკონომიკის მინისტრი იყო და მართლაც ყველაფერს აკეთებდა რომ

არ დავეჩაგრეთ სისტემას, რა მოუვიდა არ ვიცი, მგონია ეხლა სხვა ადამიანი მოქმედებს ამჟამად.

 

მიმაჩნია, რომ დღეს იგი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებებს. მგონია, რომ დიქტატურა მყარდება ქვეყანაში. იმედია, ვცდები და მთლად ასე ცუდად არაა საქმე როგორც მგონია.

 

ხელისუფლებას ვთხოვ, ნუ დაკარგავს მორალირ უპირატესობას წინა სასტიკ რეჟიმთან მიმართებაში და წინა სასტიკ რეჟიმს ნუ გაუთანაბრდება, დადგნენ ემოციებზე მაღლა და იყვნენ უფრო ჭკვიანები.

 

დღეს, პარლამენტის შენობის დაკავება არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას და გთხოვთ, თავადვე ნუ ამცირებთ სახელმწიფოს, ქვეყანას და საკუთარ თავს, აღარაა ის ქაოსი, რაც ადრე იყო, რომ

პარლამენტის ცარიელ კედლებში შესვლა ქვეყნის გადატრიალებას ნიშნავდეს. თუ ხელისუფლებას გადაატრიალებს რაიმე, ისევ მისი ემოციური და გაუთვალისწინებელი, ნაჩქარევი, აფექტური და დაუფიქრებელი ქმედებებია.

 

პატივისცემით ჩვენი ქვეყნის საოცრად მოყვარული და კეთილისმსურველი მამუკა მარღიშვილი!