iOS 12 Beta (public)

26 ივნისს, ღამით, Apple-მა iOS 12-ის პირველი Public Beta ვერსია გამოუშვა. ამიერიდან ტესტირებაში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

სატესტო ვერსიაში, მომხმარებლებს iOS 12-ის ყველა ფუნქციაზე ექნებათ წვდომა, iPhone X-ის მფლობელები კი დამატებით Memoji-საც გატესტავენ.

დეველოპერებისათვის განკუთვნილი Beta ვერსიისგან განსხვავებით, ახალ სისტემაში გამოსწორებულია ხარვეზები და შეცდომები. ასევე ტესტებმა ცხადყო, რომ iOS 12 გაცილებით უფრო ეფექტურად და სწრაფად მუშაობს, ვიდრე iOS 11.