
Macbook Pro 2018
Apple-მა Macbook Pro-ს განახლებული ვერსია გამოუშვა. ახალ მოდელში შევხვდებით Intel-ის მე-8 თაობის პროცესორს, True Tone დისპლეის და ახალ კლავიატურას.
15-ინჩიანი Macbook Pro iNtel Cofee Lake-ის პროცესორით აღიჭურვა, რომელიც i7 და i9 მოდელებით გამოვა. ოპერატიული მეხსიერება 32GB-მდე გაიზრდება, ხოლო SSD უკვე 4 ტერაბაიტი იქნება.
ახალ მოდელში ასევე გაუმჯობესებულია ელემენტის ხანგრძლივობა. ასევე დახვეწილია Siri-სთნ კონტაქტი. გარდა ამისა, ახალი Pro Apple-ის პირველი მოდელია True Tone ტექნოლოგიის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ True Tone-ს Touch Bar-იც მიიღებს.