თუ გვინდა ქართული ენა ტექნოლოგიების ენად იქცეს, გამოიყენეთ ქართული მენიუ

ქართულის ტექნოლოგიების ენად ქცევა ქართველებს თავისუფლად შეგვიძლია.

 

ცა, ფირუზ-ხმელეთ, ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო...

 

საქართველოში ტექნიკა ქართულენოვანი მხარდაჭერით ძირითადად ხელმიუწვდომელია. მენიუ, კლავიატურა, ინტერფეისი - ინგლისურია, ან მავანთათვის - რუსული. 

 

მიუხედავად ამისა, ახლაც თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს მოწყობილობებს მოვარგოთ ქართული ენა. 

 

Apple:

 

Apple-ის შემთხევაში ქართული მენიუ ვერ გვექნება, თუმცა Apple-ის მოწყობილობებს ქართული კლავიატურა მოყვება. მოწყობილობა ქართულ ფონტებს აღიქვამს და iOS10-დან შეგვიძლია ეკრანზე კალენდარი ქართულ ენაზე გამოვიტანოთ, - ამისათვის აუცილებელია რეგიონში (Settings -> General -> Region -> Georgia) მივუთითოთ საქართველო.

 

ქართული კლავიატურის დაყენება iOS ზე მარტივია, Settigs -> General -> Keyboard -> add new Keyboard და შეგიძლიათ დაამატოთ ქართული კლავიატურა. 

 

რაც შეეხება ანდროიდს, SAMSUNG-ს და Google-ის მოწყობილობებს, აქ საქმე უკეთესად გვაქვს. 

 

რაც მაგრები ხართ ქართველები ხართო და უკვე 2016 წლიდან SAMSUNG-ის და ანდროიდ მოდელებზე ხელმისაწვდომია ქართული მენიუ. პირადი გამოცდილებით: ცუდი მენიუ ნამდვილად არ არის, ტერმინებიც კარგად არის ნათარგმნი და ქართულ მენიუზე შეჩვევაც არ არის რთული. 

 

ანდორიდზე გამართულად მუშაობს ქართული კლავიატურა ასევე, Google კლავიატურას თუ უკარნახებთ ქართულად, გაიგებს და ქართულ ტექსტს აკრეფს. აღსანიშავია, რომ Google-ს ნებისმიერ აპლიკაციაში ქართულად საუბარი ესმის. 

  

Google-მა 2016 წელს განაცხადა: "ვამაყობთ, რომ ვახდენთ ქართული ენის ინტეგრაციას სისტემაში. ეს ერთ-ერთი უძველესი ენაა და გვინდა პროცესი 2021 წლისთვის დავასრულოთო”. არაოფიციალური წყაროები გვპირდებიან, რომ Okay Google (ხმოვანი ასისტენტი) სერვისი სულ მალე ქართულ ენაზეც გაეშვება.

 

ეს ესაა, Google-ის მოწყობილობებში დაემატა რამდენიმე ქართველური ენებიც, მათ შორის, მეგრული და სვანური. მართალია, არასრულყოფილად, მაგრამ ეგეც საქმეა. 

 

Samsung-ის სმარტფონებს შეგიძლიათ ქართული ბარათები მიაბათ და სმარტფონითვე გადაიხადოთ ქართულ რესტორნებში, მაღაზიებში. Apple-ის სიახლეებს საქართველოზე ივნისში უნდა ველოდოთ.

 

გირჩევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ქართული ინტერფეისი, კლავიატურა და სერვისები. როგორც იცით Google ამ ინფორმაციას ამუშავებს და ვინ იცის, იქნებ იმდენი ვქნათ, რომ ყურადღება მივიქციოთ და ქართული ენა ტექნოლოგიებში მთლად ინგლისურის თუ არა, რუსულის გვერდზე მაინც დავაყენოთ.