ანა ხუჯაძე - აიპლიუსის მარგალიტი

რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე მენეჯერთან ერთად გასაუბრებას ვატარებდი. ყველა გასაუბრება არ გამახსოვრდება, რადგან ეს ერთ-ერთი სტრესული პროცესია, არამხოლოდ აპლიკანტისთვის, არამედ რეკრუტერისთვის, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მარგალიტს აღმოაჩენ და შეუძლებელია არ გახსოვდეს, როგორ იპოვე ძვირფასი მარგალიტი.

 

ანა მარგალიტია, ვამაყობ, რომ “აიპლიუსმა” ანა აღმოჩინა. დღეს სამ კითხვას ვუსვამთ, აიპლიუსის საუკეთესო გაყიდვების მენეჯერს და ფილიალის მენეჯერის ასისტენტს ანა ხუჯაძეს:

 

- რატომ გენდობიან მომხმარებლები?
- იმიტომ, რომ არასდროს ვატყუებ მომხმარებელს. ჩვენი მიზანი მომხმარებლის მოტყუება კი არა მომხმარებლისთვის ადეკვატური კონსულტაციის გაწევაა. ადამიანთან კომუნიკაცია რთული პროცესია, თუმცა როცა რაღაც გიყვარს ძალიან მარტივია. მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია - მომხმარებლთან ურთიერთობა ჩემთან შესასრულებელი საქმე კი არა, არამედ ჩემი ჰობია. არასდროს ვურჩევ სხვას იმას, რასაც მე არ ვურჩევდი ჩემს თავს, ამას რა თქმა უნდა, მომხმარებლებიც გრძნობენ ამიტომაც გენდობიან.

- რა არის შენი ჰობი?
- ზოგადად ზღვა მიყვარს, ცურვა. მთელი წელი იმაზე ფიქრი მათბობს რომ ზაფხულში ზღვაზე წავალ და დავისვენებ, ამიტომ მთელი წელი გულმოდგინედ ვმუშაობ, რომ ზაფხულში რომელიმე ახალი ქვეყანა, ან ადგილი ვნახო.

- რას დაუტოვებ შემდეგ რესპოდენტს?
- შემდეგი კვლავ მე თუ აქ ვიქნები წითელ მაისურს და ბერძნულ შთაბეჭდილებებს (იცინის).