აიპლიუსის ძარცვის მცდელობა - მძევალი გათავისუფლებულია

რამდენიმე წუთის წინ, პეკინის 11-ში მდებარე  “აიპლიუსის” ფილიალში, ცივი იარაღით შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა, მძევალდ აიყვანა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც სიცოხლის მოსპობით ემუქრებოდა.

 

მძარცველი მობილურ ტელეფონებს და ფულს ითხოვდა. 

შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მძარცველი ძარვის მცდელობის მომენტში აიყვანეს.

 

ძარცვის მცდელობისას, ცივი იარაღით შეიარაღებული პირმა დაამტვრია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, ქონება დაზღვეულია და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მატერიალური ზარალის ოდენობა დგინდება.

 

“აიპლიუსისთვის” მატერიალურ ზარალზე მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლის სიცოცხლეა. მადლობას ვუხდით შსს ოპერატიული მოქმედებისთვის.