iPad-მა უკვე ლეპტოპების 60%-ზე მეტი ჩაანაცვლა, ხოლო 2022 წლიდან MacBook-ის მთავარი კონკურენტი გახდება

 

სტივ ჯობსმა 2010 წელს გვითხრა, რომ iPad არ იყო არც სმარტფონი და არც ლეპტოპი, არამედ იყო შუაში. ეს იყო გაჯეტი, რომლის მეშვეობითაც შევძლებდით უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი iPhone-თი იყო შესაძლებელი. თუმცა iPad Pro-ს გამოსვლასთან ერთად Apple-მა მარკეტინგი შეცვალა და iPad Pro-ს მოიხსენიებდა  - “უფრო სწრაფი, ვიდრე 80% windows-ის ლეპტოპები”.

 

iPad საკმაოდ სწრაფია, ეკრანიც ბევრად უფრო ნათელი და მაღალი რეზოლუციის აქვს, ვიდრე ნებისმიერ MacBook-. "ბეჩმარკი" აჩვენებს, რომ 2018 წლის iPad Pro წარმადობით 2019 წლის 13" MacBook Pro-ს აღემატება. 

 

მიუხედავად ამისა, iPad ვერ ცვლიდა ლეპტოპს და მიზეზი პროგრამული მხარე იყო -

iPad-ზე ვერ ვაკავშირებდით გარე მოწყობილობებს (მაუსი, ფლეშ დრაივი, ფოტო აპარატი). ძალიან მოუხერხებელი იყო კლავიატურა თრექფედის გარეშე. რაც მთავარია, შეუძლებელია გაჯეტმა შეგიცვალოს ლეპტოპი თუ ამ გაჯეტს არ აქვს საშუალება გახსნას Dekstop კლასის ვებ გვერდები.

 

2019 წლის ოქტომბრიდან ყველაფერი შეიცვალა. Apple-მა iPad-ის ოპერაციული სისტემა გამიჯნა iOS-ისგან და მას iPad OS უწოდა.

 

ახალი სახელის გარდა, ახალი ოპერაციული სისტემა საშუალებას გვაძლევს მოწყობილობას დავაკავშიროთ მაუსი, გვქონდეს სრულფასოვანი Photoshop, საოფისე პროგრამები, არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ მობილური ვერსიის საიტებზე და რაც მთავარია მივაერთოთ გარე მოწყობილობები.

 

iPad OS-ში Apple-მა ახალი აპლიკაციების გაშვების მეთოდები შემოგვთავაზა, რაც საშულებას გაძლევთ ერთდროულად 3 სხვადასხვა ფანჯარაში იმუშაოთ.

 

თუ თქვენ ლეპტოპს იყენებთ ყოველდღიურობისთვის: ფილმები, ინტერნეტში ძრომიალი, საოფისე პროგრამები და მეილები, მაშინ iPad-ის შეძენით ცხოვრებასაც გაიმარტივებთ და ფინანსებსაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ.