
ამერიკული გამოცემა - Apple წელს iPhone X Plus გამოუშვებს
ამერიკული ონლაინ-გამოცემა Digitimes-ის ინფორმაციით, 2018 წელს, Apple Oled-ეკრანის მქონე iPhone-ის მხოლოდ ერთ მოდელს - iPhone X Plus გამოუშვებს.
წყაროს ცნობით, Apple-ი ახალი iPhone-ის რამდენიმე ვარიანტს ტესტავს. ახალი მოდელის ზომა 5.8” 6.5”, ან 6.1” ინჩი იქნება.
ასევე გამოცემის ცნობით, 2018 წლის მაისში, ან ივნისში მომხმარებლები ახალ iPhone SE-ს მეორე ვერსიას უნდა ელოდონ. ეჭვგარეშეა, რომ ის უსადენო დამტენის მხარდაჭერით იქნება. ჯერჯერობით ცნობილი არაა, აღნიშული მოდელი მიიღებს თუ არა 3D Touch-ის, ან Face ID-ის მხარდაჭერას.
მეორე თაობის SE-ის ახალი პროცესორი A10 ექნება, 2GB ოპერატიული მეხსიერებით. კამერა 12 მეგაპიქსელამდე გაიზრდება. უსადენო დამტენისთვის კი, კორპუსი მთლიანად შუშის იქნება, როგორც iPhone 8 და iPhone X-ის შემთხვევაში.
ასევე ცვლილებები იგეგმება მეხსიერებებშიც. სავარაუდოდ, iPhone SE-ს ახალი მოდელი მხოლოდ 64GB და 128GB მეხსიერებებით გამოვა.