რას ველით 12-ში?

რამდენიმე დღე რჩება, სანამ სტივ ჯობსის სახელობის თეატრში Apple-ის პრეზენტაცია აიღებს სტარტს. ახალი მოდელების წარდგენა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 9 საათზე დაიწყება. სტატიაში გთავაზობთ სიახლეებს, რომელსაც Apple-ის ფანები უნდა ელოდონ:

iPhone Xs

პირველი და ყველაზე მოსალოდნელი ეს არის iPhone-ის 5.8-ინჩიანი ახალი მოდელი, რომელსაც iPhone Xs ერქმევა. მოწყობილობა iPhone X-ის ღირსეული მემკვიდრეა. მთავარი ყურადღება კვლავ კამერას დაეთმობა და Xs საოცრად ძლიერი ფოკუსით წარმოგვიდგება. ფასი კი ჯერჯეობით ერთ-ერთი ყველაზე საკამათოა. სხვადასხვა გამოცემების ვარაუდით, ახალი მოდელის ღირებულება 800-899$-ს შორის იქნება.

iPhone Xs Max

როგორც 6,6s,7 და 8 მოდელებში , iPhone Xs-საც ექნება Plus მოდელი, თუმცა მისი სახელი შეიცვლება და iPhone Xs Max-ის სახელს მიიღებს. Max-ის ეკრანი 6.5-ინჩით გამოვა. ივარაუდება, რომ iPhone X-ისგან განსხვავებით, Xs და Xs Max-ს ახალ ფერებშიც (Gold  და Red) ვიხილავთ.

6.1-
ინჩიანი LCD iPhone

ბოლო და ყველაზე საეჭვო სიახლე 6.1-ინჩიანი მოდელი იქნება, რომელიც სავარაუდოდ iPhone 9-ის სახელით წარმოგვიდგება. დიზაინით ახალი მოდელი iPhone X-ის მსგავსია, თუმცა უნდა ველოდოთ პროცესორის საგრძნობ გაუმჯობესებას.

Apple Watch Series 4

iPhone-
ების შემდეგ, ტრადიციულად Apple ახალი თაობის Apple Watch-ს წარადგენს. ახალი მოდელის ეკრანი 15%-ით უფრო დიდი იქნება, ვიდრე Series 3-ის შემთხვევაში. მეოთხე თაობას კვლავ ექნება LTE მხარდაჭერა. მაქსიმალური ყურადღება კი Siri-ს გაუმჯობესებას დაეთმობა.

AirPods 2

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინები AirPods 2-ზე გვაქვს. Apple-ის ცნობით, მეორე თაობის ყურსასმენი Wireless დატენვის მხარდაჭერას მიიღებს. ფასი კი სავარაუდოდ არ შეიცვლება.